ტრენინგის 9 დღე
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, მასზე
კომენტარების წერა. ვიმუშავეთ
პროექტის საპრეზენტაციო შაბლონზე.
ვისაუბრეთ სწორი უკუკავშირის
დაწერაზე, საავტორო უფლებებზე,
მოსწავლისათვის მისაცემ რჩევებზე.
ტრენინგის პირველ დღეს ვნახეთ ფილმი,,ხიდი“, რომელიც
პროექტით სწავლებაზე იყო დაფუძნებული. ვნახეთ
თუ როგორ კარგად
ითვისებენ მასალას
მოსწავლეები
კეთებით სწავლით და როგორ ეხმარება
მათ პროექტებით სწავლება.
გავეცანით ინტელის ელექტრონულ
წიგნს და 21 -ე
საუკუნის უნარებს. შევქმენი
ბლოგი, რასაც გამოვიყენებ
და დავნერგავ ჩემ საკლასო ოთახში. ვისწავლეთ ბროშურების
შექმნა, რომელიც
გამომადგება
პროექტის დაგეგმასა და განხორციელებაში. ვისაუბრეთ
ერივნულ სასწავლო გეგმებზე,
თუ როგორ გამოვიყენო , მიუსადაგო ჩემ მიერ შერჩეულ
პროექტის მიზნებსა და გეგმას.
განვიხილეთ ბლუმის
ტაქსონომია, 21- ე საუკუნის
უნარებზე.
ვისაუბრეთ
შეფასების რუბლიკებზე, მიმართულების მიმცემ
საკვანძო კითხვებზე.
განვიხილეთ
მიზნობრივი, შინაარსობრივი და თემატური
კითხვები.
ტრენერმა განიხილა
შეფასების სტრატეგიები. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. შეფასების დროს
პროექტის რუბლიკები მოსახერხებელია და ვეცდები მოვარგო
ჩემ მიე დაგეგმილ
პროექტებს.
ვისწავლეთ ბლოგზე
კომენტარების წერა, კოლეგებს
დაუწერეთ კომენტარები.
ვიმუშავეთ
პროექტის საპრეზენტაციო შაბლონზე.
ტრენინგის
მე-6, მე-7დღეს ტრენერმა მოგვცა
რჩევები პროექტებზე. ვისაუბრეთ თუ როგორ ვასწავლოთ
მოსწავლეებს რესურსების მოძიება.
განვიხილეთ შეფასების
რუბლიკები, დაგეგმის ცხრილები,
კოლობორაციული და დიფერენცირებული ცხრილები,
განვიხილეთ ფასილიტაცია და ვისწავლეთ გუგლ- დრაივში
მასალის ატვირთვა. ვისაუბრეთ
დიფერენცირებულ სწავლებაზე.
სწორედ ეს ტრენინგი იყო
სავსე იმ იმფორმაციებით, რომლებიც
დაგვეხმარება უფრო ეფექტურად,
სწორად და სრულყოფილად
დავგეგმო და წარმართო
სასწავლო პროექტები, უფრო
უკეთესად დავეუფლო ტექნოლოგიებს.
Комментарии
Отправить комментарий